“უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმაზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, არსებობს თუ არა ალბათობა, შეიცვალოს მის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„საგარეო პოლიტიკაში არასდროს ამბობენ: „მე არასდროს გადავიფიქრებ“. ამჟამად შორი მანძილის იარაღზე კონსენსუსი არ არსებობს“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.