„სინვარი კარგი ადამიანი არ იყო – მოხარული ვარ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა” – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციას.
„ის კარგი ადამიანი არ იყო, ზოგჯერ ასეც ხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სინვარის სიკვდილი მშვიდობის მიღწევას მარტივს ხდის.
„ვფიქრობ, ეს უფრო მარტივს ხდის. მოხარული ვარ, რომ ბიბიმ (ბენიამინ ნეთანიაჰუმ) იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბარს გეგმავს.