რუსეთის მიერ სუმის ოლქის შოსტკინის თემზე ავიაიერიშის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, დაშავებულია 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსებმა სუმის ოლქის თემს, 19 ოქტომბრის ღამეს, საზენიტო რაკეტებითა და “შაჰიდის” ტიპის დრონებით შეუტიეს. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმისას ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც შოსტკინის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.