“„ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება”- ირანის უზენაესი ლიდერი

“„ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება”-  ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა.

„მისი სიკვდილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს სინვარის მოწამეობრივი სიკვდილით არ დასრულდება. „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება“ – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისივე თქმით, სინვარი „წინააღმდეგობისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“.

 

მსგავსი თემები