აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს

აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.  ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

„ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები