“რეზინის ტყვიები მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა – მკაცრი ინსტრუქტაჟით”

“რეზინის ტყვიები დღესდღეობით მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ის არ უნდა გამოიყენებოდეს, ამიტომ ვინც ამით საზოგადოებას უპირისპირდება, მკაცრი ინტრუქტაჟი უნდა ჰქონდეს
ჩატარებული ” – ამის შესახებ ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სროლის მომენტში ობიექტამდე არსებული მანძილის განსაზღვრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“რაც მძიმეა რეზინის ტყვია, მისი კინეტიკური ენერგია მეტია და მეტ მანძილს გადის. თავისთავად, სროლის მომენტში რეზინის ტყვია, ლულიდან გამოსვლიდან ძალიან მცირე მონაკვეთში კარგავს სიჩქარეს, დაზიანებების გამომწვევი კი, არის სწორედ კინეტიკური ენერგია და სიჩქარე. ამიტომ მსროლელმა რა მანძილიდან უნდა ისროლოს იარაღი, კარგად უნდა იცოდეს.

რეზინის ტყვიები დღესდღეობით მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ის არ უნდა გამოიყენებოდეს. მსროლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა სიმძიმისაა ჭურვი, რამდენია მისი წონა?! არსებობს ტყვიები, რომლებიც 50 გრამია და წარმოგიდგენიათ, რამხელა სიმძიმე აქვს მას?

ყველა ტყვიას აქვს თავისი ინდივიდუალური მონაცემები, წონიდან გამომდინარე და ტიპაჟიდან გამომდინარე, ამიტომ ვინც ამას იყენებს, მკაცრი ინტრუქტაჟი უნდა ქონდეს ჩატარებული.

ამ შემთხვევაში, სპეცდანიშნულების რაზმს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი უფროსი და მის გარეშე ბრძანებას ვერავინ გასცემს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რისი უნარ-ჩვევები გააჩნია ამა თუ იმ პიროვნებას. ჩაუტარეს ეს ინსტრუქტაჟი და მათ არ შეასრულეს, თუ არ ჩაუტარეს და ამიტომაც არ შეასრულეს, გამოძიებით უნდა დადგინდეს,”- აცხადებს ექსპერტ-კრიმინალისტი “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები