„ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“- მატილდა გვარლიანი

21 წლის მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც „ვიქტორია სეკრეტის“ შოუში მიიღო მონაწილეობა.

„ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“, – ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა შოუს კულისებიდან მსოფლიოს გაუგზავნა.

მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიის ახალი ამომავალი ვარსკვლავია. გვარლიანი გამორჩეული და საინტერესოა მაღალი მოდის ისეთი სახლებისთვის, როგორიცაა „შანელი, დოლჩე გაბანა“, „ქლოე, „გუჩი“ „ლუი ვიტონი“. მანამდე მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის TOP 50 ახალგაზრდა მოდელს შორის დაასახელა. ის ასევე არის პირველი ქართველი, რომელიც მოდის ბიბლიად წოდებული „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. დღესდღეობით მას მსოფლიოს  10 დიდი სააგენტო წარმოადგენს.  ბათ შორის ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზსა და ლონდონში.

მსგავსი თემები