“არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს”- ირ სტარმერი

“არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს”– ამის შესახებ დიდი ბრიტაგნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ“- თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

სტარმერი ამბობს, რომ ის კვლავ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე ომს, მისი აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიით მოხდება.

მსგავსი თემები