რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში, ხოლო 89 რუსეთში დაბრუნდა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის,  საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელის, შამსაილ სარალიევის ცნობით, ცხედრებს უკრაინის მორგებში ამოსაცნობად გადაასვენებენ, რის შემდეგაც ოჯახებს გადასცემენ.

 

მსგავსი თემები