ირანში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ლიდერის გარდაცვალება წინააღმდეგობის ძალებისთვის შთაგონების წყარო იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სინვარს არ ეშინოდა სიკვდილის და სიმამაცით იბრძოდა ბოლომდე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანელმა მინისტრმა დაწერა, რომ სინვარის ცხედრის ფოტოები რეგიონში წინააღმდეგობის მებრძოლებისთვის შთაგონების წყარო იქნება.

მსგავსი თემები