გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა

გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა. ზარალმა სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი შეადგინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა ჰესენის შტადტალენდორფის სახანძრო განყოფილების შენობა, სპეცტექნიკა და ათამდე სასწრაფო დახმარების მანქანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.

მსგავსი თემები