მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

“ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ, არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და, პირიქით, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისადმი მიმართვაში. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, გაუქმდება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა და ქვეყანა „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან ჩაიხსნება.

“თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება. გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს! ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოსთხოვოთ) რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდღეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს”- ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი თემები