პუტინი არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“

„ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის? ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“ – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები