აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობა და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.
შოლცმა ისაუბრა ორივე ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაზე მშვიდობის დამყარების საკითხში. მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
,,ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გახდეს ომის მხარე, ეს ომი არ გადაიზარდოს გაცილებით უფრო დიდ კატასტროფაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისივე თქმით, ორივე სახელმწიფო ერთად მუშაობს ძლიერი NATO-სთვის, რომელიც დაიცავს ალიანსის ტერიტორიის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს.
,,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი გადაწყვეტილება, ძალისხმევა და მხარდაჭერა. ვიცი, რომ ფასი მძიმეა. მაგრამ არ შეცდეთ. ის ფერმკრთალდება იმ სამყაროში ცხოვრების საფასურთან შედარებით, სადაც აგრესია ჭარბობს”, – განაცხადა ბაიდენმა.