ზელენსკი უარყოფს ცნობებს უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბირთვული არსენალის აღდგენის შესახებ არ ფიქრობს. როგორც მან ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას არასდროს უთქვამს, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას ან რამე მსგავსის გაკეთებას აპირებს.

მისი თქმით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინაში არსებული ბირთვული იარაღი რუსეთს გადაეცა. შესაბამისი მემორანდუმი 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა საკუთარ ბირთვულ პოტენციალს რუსეთს გადასცემს, ხოლო რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მოგვიანებით ჩინეთი და საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები იქნებიან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს, ვინაიდან რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

 

მსგავსი თემები