აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 1 კვირით ენგურის ხიდს კეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება, ,,საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს და სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს უკავშირდება”.

ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის ,,მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს”, რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც მიიღო.

მსგავსი თემები