როგორც რუსული მედია წერს, რომ კომპანია ,,როსპრიროდნადზორის“ სამხრეთ ციმბირის რეგიონთაშორისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანდრეი ფროლოვს, საქართველოსა და თურქეთში ძვირადღირებული უძრავი ქონება აღმოაჩნდა. ამ ქონების შესახებ კი ის ინფორმაციას მალავდა.
პროკურატურის თქმით, ფროლოვი ანტიკორუფციული კანონმდებლობის უხეშად დარღვევაშია ბრალდებული. მათივე ცნობით, ჩინოვნიკის საქმიანობის შედეგად კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა.
რა სახის უძრავ ქონებას ფლობს ფროლოვი თურქეთსა და საქართველოში, არ აკონკრეტებენ.