ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო აწერს ხელს და ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, გერმანიის ელჩი ეხმაურება:
,,ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროკავშირის გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ – ევროპულმა საბჭომ.
თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ”, – წერს პეტერ ფიშერი.