გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, შემდგომი ესკალაციის შიშით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები უარყო. კერძოდ, შოლცმა გააკრიტიკა ზელენსკის გეგმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ.
„ბილდის“ ინფორმაციით, შოლცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომი არ გადაიზარდოს ომში რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის. შოლცმა განაცხადა, რომ ვერაფერი აიძულებს შეცვალოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
შოლცმა ასევე თქვა, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სწრაფ მოწვევას.