,,დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და უკვე 1-ელი ნოემბრისთვის ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში”, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კორეელი ჯარისკაცები რუსულ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ.
მისივე ინფორმაციით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში გაიგზავნება და ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი ჯარების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ.