ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში „ბრიქსის“ სამიტს დაესწრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინი „ბრიქსის“ მე-16 სამიტს დაესწრება, რომელიც ყაზანში, 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში და მიმდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„ბრიქსი“ თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა.