აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს. გერმანიის დედაქალაქში ის ქვეყნის კანცლერს ოლაფ შოლცს, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდება, რათა განიხილოს კიევის მიერ გაჟღერებული წინადადებები რუსეთთან ომის დასრულების შესახებ.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს. Reuters-ის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მალე დასრულდეს.
ბაიდენი გერმანიაში ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს გეგმავდა ჩასვლას, სადაც რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მისი ვიზიტი ამერიკაში მძვინვარე ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.