გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსეთმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,რუმინეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი უკანონო დარღვევა გუშინ მოხდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დარღვევებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის უგუნურ ქცევას. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას”, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.