ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

,,უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით”, – უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ამის შე­სა­ხებ მან აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დო­ნალდ ტრამ­პთან საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

,,დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, დღეს ნატოს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატოს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.

მსგავსი თემები