“დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

„იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მიმართა პალესტინელ ხალხს, რომ „ჰამასის“ შემდგომი „დღის დასაწყისია“.

„და ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, ღაზას მცხოვრებთათვის, რომ საბოლოოდ თავი დააღწიოთ ტირანიას. სინვარმა თქვენი ცხოვრება გაამწარა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლულ იქნა, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და მათი განადგურება მოხდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები