“ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს”- შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც უკრაინა აქ ალიანსის წევრის სტატუსით იქნება. და იქამდე გავაგრძელებთ ყველაფერ შესაძლებელის კეთებას, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის”- განაცხადა რუტემ.
მან ასევე პუტინისადმი მესიჯი გააჟღერა: “თუ მას სჯერა, რომ გაიმარჯვებს, ის ვერ გაიმარჯვებს”.