“სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება”- იაგო ხვიჩია

“სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ამბობს, რომ ქარტია პრეზიდენტის გასართობია.

„ქარტია პრეზიდენტის გასართობია, რითიც მან ოპოზიციის რიგებში შეღწევა მოახერხა. ახლა კი წინასაარჩევნოდ მათ აფეთქებას ცდილობს. მას პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ახლა ზოგად სადღეგრძელოებს ვისმენთ. სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა და ეს არჩევნებამდე მოხდება, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები