მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებენ ქონებას დაუყადაღებენ

თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის იმ მოქალაქეების ქონება, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეწევიან „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო“ საქმიანობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინიციატივის ავტორები  ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსი ემიგრანტები უფრო ხშირად ახორციელებენ „საჯარო ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის საფუძვლების დარღვევისკენ მოწოდებებთან“.

„ახალი შესწორებების მიზანია ასეთი ქმედებების „აღკვეთა“ – განაცხადეს თათრეთის დეპუტატებმა.

მსგავსი თემები