უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“უკრაინა-ნატოს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, კერძოდ შორი მანძილის იარაღში. ცალკე ფოკუსია საავიაციო შემადგენელი. კერძოდ, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება F-16 ავიაგამანადგურებლებით. ნორვეგია გააგრძელებს მხარდაჭერას და უახლოეს პერიოდში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს” – წერს უმეროვი.