ბუნების საოცრება ალპური ტბებით – ფოტორეპორტაჟი სინძიანგიდან

ფოტორეპორტაჟი ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორიიდან თავად ამბობს სათქმელს. ეს არის ბუნების საოცრება, რომელიც მთებს, ტბებს, ჩანჩქერებს, უნიკალურ ხე-მცენარეებს, წყლის ბინადრებსა და ცხოველებს მოიცავს.

რასაც აქ ხედავთ სწორედ ბუნერის საოცრებაა. ეს არის ტურისტული კურორტის ღია ატრაქციონი. მისი ფართობია 4,15 კვადრატული კილომეტრზეა გადაჭიმული და საშუალო სიმაღლე 1300 მეტრი. მაღალი წერტილი კი 2 000 მეტრი.

ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორია მდებარეობს სინძიანგ უიგურის ავტონომიური რეგიონში. ეს არის ბუნებრივი ადგილი, რომელიც მდებარეობს მთებსა და ტბებზე. ტიანშანის მთების ბოგდას მწვერვალი 5445 მეტრი სიმაღლეზეა და კარგად ჩანს თოვლიანი  მყინვარი, დათოვლილ მთები, ტყეები, წყაროები, ყვავილები და ულამაზესი პეიზაჟი.

ასევე პატარა ტიანჩის ბორცვის მახლობლად არის  სინძიანგი, მრავალეთნიკური რეგიონი. აქ სახლობს ჰანი, კაზაკები, უიგურები, ჰუი, მონღოლები და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებსაც განსხვავებული, საინტერესო და უნიკალური ტრადიციები გააჩნიათ.

ეს აისახება როგორც სამოსში, ისე სამზარეულოში, კულტურაში, დეკორაციებში, ცეკვებსა თუ სხვა მიმართულებით.

Tianshan Tianchi შემოსაზღვრულია ალპური ტბებით. ეს არის ურუმჩისსინძიანგის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქის მახლობად ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში.

მსგავსი თემები