ესპანელ ქალს შინაურ ზაზუნამ უკბინა. ჟურნალისტების ცნობით, შინაურმა მღრღნელმა 38 წლის ქალს თითზე უკბინა. ორი შვილის დედა სასწრაფოდ საავადმყოფოში მივიდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულების შესასვლელში გონება დაკარგა. მას გადაუდებელი გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, მაგრამ ექიმების ყველა მცდელობა, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
სიკვდილის სავარაუდო მიზეზი მღრღნელების ნაკბენზე ძლიერი ალერგია იყო, რამაც შესაძლოა პაციენტს ანაფილაქსიური შოკი გამოეწვია. ტრაგედიის გარემოებები დგინდება. ქალის შვილებს, რომლებიც მასთან ერთად მივიდნენ საავადმყოფოში, ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდათ.