ნიუ იორკში, პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკში, საფონდო ბირჟასთან პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“ და „შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება“.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დემონსტრაციაზე 206 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები