“ბუნებრივი ბარიერი ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპია პროპორციულ სისტემაში”- გიორგი ახვლედიანი

“ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ყველაზე ნაკლები დანაკარგით, ყველაზე ობიექტური გათვლით”, – ასე აფასებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით.

როგორც გიორგი ახლლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, გადასალახი ბარიერი ამ შემთხვევაში ვერ იქნება სამართლიანი, რადგან მეტი მანდატი დაიკარგება.

‘ბუნებრივი ბარიერი ეს არის ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული პრონციპი, ამაზე დემოკრატიული და სამართლიანი სისტემა პროპორციული ბუნებრივი ბარიერი აღარ არსებობს. ამ სისტემის პირობებში, როდესაც ბუნებრივია ბარიერი და არის პროპორციული სისტემა, იქნება პრაქტიკულად ძალაინ ცოტა გადაუნაწილებელი მანდატი და მეორეს მხრივ, ჩვენი ამომრჩევლის ხმები პრაქტიკულად აღარ იკარგება, ყველა ხმარდება საარჩვენო პროცესს და ყველა შედეგს შედეგს.

გადასალახი ბარიერი ამ შემთხვევაში, ვერანაირად იქნება სამართლიანი, იმიტომ, რომ ნებისმიერი სხვა მაღალი ბარიერის პირობებში, მეტი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩება და უფრო მეტი ამომრჩევლის ხმა დაიკარგება. ბუნებრივი ბარიერი არის ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპი პროპორციულ სისტემაში.

ეს არის ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ყველაზე ნაკლები დანაკარგით, ყველაზე ობიექტური გათვლით, როგორ შეიძლება ამასზე სამართლიანი არსებობდეს, წარმოუდგენელია!”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავართან.”

მსგავსი თემები