,,საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს” – ანა ლიურმანი

,,საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს”, – განაცხადა ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა.

,,ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. ქართველ ხალხს აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი”, – აღნიშნა ლიურმანმა.

საფრანგეთის ევროპის მინისტრი, ბენჟამენ ჰადადი კი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია.

,,შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან ფხიზლად ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. მაგრამ ევროკავშირი ღირებულებების კავშირია. კანონის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემით, სამართლიანობით, დამოუკიდებლობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემით. ამ მხრივ სიტუაცია საქართველოში გვაშფოთებს”, – ამბობს ჰადადი.

მსგავსი თემები