თბილისში თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.