“ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის”- გერმანიის ელჩი

“ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.

ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც.

“საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია” – წერს ფიშერი.

მსგავსი თემები