აშშ-ის მერყევ შტატებში, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს

აშშ-ის მერყევ შტატებში, ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევანის გაკეთებას 5 ნოემბრამდე აპირებს, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს.

ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევის ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა 48 პროცენტი ხმას მისცემს ტრამპს, 47 პროცენტი კი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

გამოკითხულთა კიდევ 5 პროცენტმა თქვა, რომ სხვა არჩევანი აქვს.

კამალა ჰარისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეულ ამომრჩეველთა შორის 51 პროცენტით ძლიერი 8-პუნქტიანი უპირატესობა აქვს.

მსგავსი თემები