“ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან ის კრემლის მეთოდებს იყენებს”- სალომე ზურაბიშვილი

“ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს.

„ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას „ერთპარტიულ მმართველობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“.

„როგორ მოიშორებთ რუსულ ხელისუფლებასა და რუსულ, რაც არ უნდა უწოდოთ მათ, კონტროლით თუ ზეწოლით?“ – აცხადებს ზურაბიშვილი, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ მეტსახელს იმსახურებს, რადგან ის კრემლის მეთოდებს იყენებს.

 

 

 

 

მსგავსი თემები