“ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, უბრალოდ, ფარისევლობდნენ” – გიორგი ახვლედიანი

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლოდერი გიორგი ახვლედიანი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხელისუფლების ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად აფასებს და თვლის, რომ იმ საარჩევნო სისტემამ, რაც ქვეყანაში დღემდე მოქმედებს, უმძიმესი შედეგები მოიტანა.

როგორც გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებას ან ერთპარტიული მმართველობა უნდა დაეთმო, ან საერთოდ წასულიყო ქართული პოლიტიკიდან:

“20 წლის განმავლობაში ითხოვდა ამ ცვლილებას ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, იმ საარჩევნო სისტემამ, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. ჩამოაყალიბა პრქტიკულად ერთპარიული მმართველობის სტანდარდი. უკვე რამდენი წელია, მცირე მხარდამჭერებით დეპუტატები, დიდი რაოდენობის მანდატებს აგროვებენ, ეს ყველაფერი არის ამ საარჩევნო სისტემის დამსახურება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, მანამდე კი მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროს შექმნეს.

ჩემთვის გაუგებარია, დღეს, როდესაც პრაქტიკულად ხელისუფლება ვაიძულეთ, რომ შეეცვალა ეს საარჩევნო სისტემა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ მას უნდა დაეთმო ერთპარტიული მმართველობა, ან უნდა დაეთმო მთლიანად ხელისუფლება და მთლიანად ხელისუფლებაში ყოფნის უფლება. სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დათმო ერთპარტიული მმართველობა, რაც უკვე ბუნებრივი ბარიერის პირობებში წარმოუდგენელია,”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, რომ ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდნენ ამ ცვლილების განსახორციელებლად, დღეს უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან:

“ჩემთვის გაუგებარია დამოკიდებულება იმ პოლიტიკურ პარტიებისა, რომლებიც წლების დანმავლობაში ითხოვდნენ ამ სისტემაზე გადასვლას და სამართლიან საარჩევნო გარემოს, ახლა იმის გამო, რომ მათი ლიდერი, ანუ მთელი იმ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი სააკაშილი რასაც იტყვის, ეთანხმებიან და ყველა ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა ამ სისტემისთვის, დღეს ამბობს, რომ ეს არის რაღაც შემოგდებული, საფრთხის მატარებელი…

ამის გამო, მიჩნდება განცდა, რომ ეს ადამიანები, წლების განმავლობაში ვისთან ერთადაც ვიბრძოდი იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო, უბრალოდ ფარისევლობდნენ. თურმე, მათ აინტერებდათ არა პროპორციული არჩევნების ცვლილება, რაც ქვეყნის ინტერესებში შედის, არამედ საკუთარი მერკანტილური ინტერესი ამოძრავებდათ, თუ როგორ მოხვდებიან პარლამენტში,”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები