პროკურატურა მელიასთვის გირაოს გამოყენებას უსამართლოს უწოდებს და პატიმრობას ითხოვს

„ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც ზოგადად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს“ – აცხადებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის საქართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს ნიკანორ მელიას საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა იმართება.

მსგავსი თემები