“რუსეთი ოკუპანტია” – 10 წლის ტყუპების პროტესტი

“რუსეთი ოკუპანტია” – ასე აპროტესტებენ 10 წლის ტყუპები, გიორგი და დავით მაისურაძეები რუსულ ოკუპაციას და ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში.

“პოლიტიკაში ჯერ ვერ ვერკვევი, მაგრამ არ მომწონს ეს აქციები და იმიტომ დავხატე. “20” კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს წართმეული”, – განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” გიორგიმ.

დათო კი ამგვარად ცდილობს, ოკუპანტ ქვეყანას თავისი სათქმელი უთხრას:

” ხატვას ისევ გავაგრძელებ, რადგან მინდა ამით ჩემი სათქმელი რუსეთამდე მივიტანო. ყველას შეუძლია რაღაც ფორმით თავისი პროტესტი გამოხატოს, ზოგმა დახატოს, ზოგმა დაწეროს, ზოგმაც იმღეროს, – ძალადობის გარეშე!”, – აცხადებს დათო “მედიაცენტრ მთავართან”.

ტყუპებს შორის დათო უკვე სერიოზული მხატვარია, მუშაობს სხვადასხვა მასალით, ხატავს პორტრეტებს, ნატურმორტს, კომპოზიციებს, პეიზაჟს… ყველაფერს, რაც მის ფერად და ბავშურ ხასიათში ჯდება და მოსწონს.

ვიდრე ტყუპი ძმები თავიანთ ნამუშევარს საზოგადოებს გააცნობენ, მათი ნახატები მათივე სახლის კედლებს ამშვენებს.

“მედიაცენტრი მთავარი” უახლოეს დღეებში ტყუპების “პორტრეტს” შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები