ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ 10-მდე მებრძოლი გაანადგურეს.ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა 10-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“ – აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.