რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 68 დრონი გაუშვა, საიდანაც 31 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალებია ავრცელებს.
გარადა ამისა, საოკუპაციო ძალებმა გაუშვეს ოთხი რაკეტა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან, მათ შორის ისკანდერი.
საჰაერო ძალების განცხადებით, კიდევ 36 უპილოტო საფრენი აპარატის ადგილმდებარეობა უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში დაიკარგა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის ძალები ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონების გარდა, სულ უფრო ხშირად იყენებენ დაუდგენელი ტიპის დრონებს, რომლებიც უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მოქმედების შედეგად ვარდებიან.