“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”-გიორგი კალანდარიშვილი

  “საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”- აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მათ მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, სამსახური დატოვონ და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. „სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა”- ამბობს კალანდარიშვილი.