“პროპორციული იქნება თუ არა საარჩევნო სისტემა, საზოგადოებამ რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს” – მირიან წიკლაური

“ხელისუფლება გვთავაზობს ჩემი აზრით, უაზრობამდე მისულ კანონს, რის მიხედვითაც, ვისაც არ ეზარება, შეუძლია ყველა პარლამენტში მოხვდეს,”- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ამ რეგულაციამ შესაძლოა, არაერთი კრიზისი გამოიწვიოს:

“ჩემი აზრით, პროპორციული სისტემის მიღება არც თუ ისე სასარგებლო იქბნება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის. ამან შეიძლება დროებით რაღაც განმუხტოს, მაგრამ მომავლისთვის, შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყაროც გახდეს. ვინაიდან არ იქნება მეტ-ნაკლებად მყარი უმრავლესობა, უნდა მოხდეს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან პოლარულად დაპირისპირებულ ძალთა შორის მოლაპარაკება და გარიგება, მათ შორის ისეთ მარტივ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტის დამტკიცება, მთავრობის ჩამოყალიბება, მეტიც, პრეზიდენტის არჩევაც კი, მომავალში პარლამენტის პრეროგატივა იქნება და შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, მთავრობის ჩამოყალიბებასა და ბიუჯეტის დამტკცებასთან ერთად, პრეზიდენტის კანიდატურაზეც ვერ შეთანხმდნენ და ხომ წარმოგიდგენიათ ამან რამხელა კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს?! ჰოლანდიაშიც კი, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვერ ხერხდებოდა ცოტა ნის წინ მტავრობის ჩამოყალიბება სადღაც 6-7 თვის განმავლობაში და თუ ამას ჰოლანდია ვერ ახერხებს, საქართველოს როგორ უნდა გაუჭირდეს?”- აცხადებს დეპუტატი.

მირიან წიკლაური თვლის, რომ ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების საშუალება, სახელმწიფომ ხალხს უნდა მისცეს. უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რის საშუალებითაც, საზოგადოება თვითონ აირჩევს, რომელი საარჩევნო სისტემის პირობებში იცხოვროს:

“ნულოვან ბარიერს კიდევ არაუშავს, მაგრამ ზოგადად, პროპორციულ სისტემას არ ვუჭერ მხარს. სხვათაშორის, ამის გადაწყეტის უფლებას მივცემდი ხალხს, ჩავატარებდი რეფერენდუმს და რომელ სისტემასაც აირჩევს საზოგადოება, ეს იქნება სამართლიანი, რადგან ყველას ეხება სისტემა, რომლის პირობებშიც უნდა ვიცხოვროთ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და მიეცეს ქართველ ერს არჩევანის საშუალება,”- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე კი, შემოთავაზებული ვარიანტი არის თუ არა სიტუაციის განმუხტვის ერთგვარი საშუალება, დეპუტატი პასუხობს რომ:

“ეს არის “ერთი ბარტყი გადმომიგდეს” პრინციპზე აგებული ცვლილება. გახარიაც რომ გადაგდეს დღესვე, სიტუაცია მაინც არ განიმუხტება, რადგან ეს არ არის მოთხოვნა თუნდაც მისი გადადგომისთვის, ხომ კარგად იცით? ასე რომ მოხდეს, სხვა მოთხოვნას დააყენებენ, შემდეგ კიდევ სხვას და სხვას, ისეთებს, როგორიც სრულიად მიუღებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს მოთხოვნები უბრალოდ ფორმალობაა,”- განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები