,,ამ ხალხმა მე გამწირა” – ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი გაათავისუფლეს

  ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა სამსახურიდან მაშინვე გაათავისუფლეს. ,,პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე, ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა, მეორე დღეს, როგორც მე გავიგე, სამსახურში ამ დროს არ ვიყავი, საღამო იყო, მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ. ამოღებული იქნა მასალები, სადაც ვიხილეთ ის რაც გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. დავსაჯეო და დასჯის ფაქტი ვნახეთ. ეგრევე გაფორმდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ”, – განაცხადა თამარ მესხიძემ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ, იძალადა. … ვრცლად ,,ამ ხალხმა მე გამწირა” – ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი გაათავისუფლეს