გურამ მაჭარაშვილი: პოლიციაზე 2-საათიანი შტურმის შემდეგ, შსს იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა

“ეს იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, პარლამენტის დაკავება დააზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა შეტავაზე წამოსული დაჯგუფების ხელკეტებითა და ფარებით შეკავებას,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იმედის ,,ქრონიკაში’’ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

,,სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს აქციის მონაწილეებმა პროტესტი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამოხატონ, ასევე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას მათთან მოლაპარაკებისა და დიალოგისთვის.  იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ მომხდარაზე უკვე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვა იერარქიულად ყველაზე მაღალი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულმა პარლამენტის წევრმა, მმართველი გუნდი  პასუხისმგებელია უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში წარმართვა, რათა ხელი არ შეეშალოთ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ ჯანსაღი პროტესტი და დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა პროპორციული ძალა, რათა არ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტის დაკავება, პოლიტიკურად მოტივირებული, მართული ძალის მიერ.

,,ეს იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, პარლამენტის დაკავება დააზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა შეტავაზე წამოსული დაჯგუფების ხელკეტებითა და ფარებით შეკავებას, რა დროსაც მათ აქციის მონაწილეთა მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ, ორი საათის მანძილზე მხოლოდ მათი შეტევების მოგერიებით იყვნენ დაკავებული. აქციის მონაწილეებმა ათობით პოლიციელი კორდონიდან გაიყვანეს და მათზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს – აღნიშნა მაჭარაშვილმა, ბოლოს კი როცა შეუძლებელი გახდა რკინის კონსტრუქციებით შეიარაღებული ჯგუფების მოგერიება, საჭირო გახდა მომხდარიყო ლეგიტიმური ძალის გამოეყენება, რა დროსაც სამწუხაროდ დაშავდნენ როგორც მოქალაქეები ასევე სპეციალური ღონისძიების მონაწილე სამართალდამცველები.

პროცესების ამგვარად განვითარებისთის პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელმაც მოახდინა პარლამენტზე შტურმისა და შეტევის ორგანიზება. ცხადია, მმართველი გუნდი არ გაურბის თავის წილ პასუხისმგებლობას როგორც პოლიტიკურ ასევე სამართლებრივ ნაწილში, თუმც როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარ შეფასებებში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს წამქეზებელთა ვინაობის დადგენით,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.  

მსგავსი თემები