“ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?!”- კახა კალაძე

  “ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი” – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს. როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. „წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“ – აღნიშნა კალაძემ.