ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს წვრთნები ჩაუტარდათ

ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდის პოლიგონზე, ადგილობრივი დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეების წვრთნები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მეცადინეობების დროს შესრულდა ტაქტიკურ-საცეცხლე სროლები, რომელიც   БТР-82АМ მარკის ჯავშანტრანსპორტიორებიდან განხორციელდა.

სასწავლო მეცადინებებში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ბაზის 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ამოქმედებულ იქნა 50 ერთეულზე მეტი სპეციალური და სამხედრო ტექნიკა.

მსგავსი თემები