„ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძვლები, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობა შეუჩერდეს“ – გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ე.წ. იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრი გაუთანაბრდა რიგით მოქალაქეებს, მართლმსაჯულების წინაშე“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ტავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.  

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობა შეუჩერდეს.

„ ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით, დღეს გვაქვს ასეთი ვითარება – შიდა განხილვების შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ერთის მხრივ, ამ ეტაპზე, არ არსებობს ფორმალური საფუძვლები, იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. ამ გადაწყვეტილებით, მელიას აღმკვეთ ღონისძიებად, გირაოს გარდა, შეფარდებული აქვს გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ე.წ. შინაპატიმრობის სახით, რომლის დროსაც მელიას ეკრძალება საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოების თანხმობის გარეშე და ნებისმიერი საქმიანობა საჯარო სივრცეში“ – განაცხადა მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ  მთავართან“  

მსგავსი თემები